ავარიის დროს 12 ადამიანი დაშავდა

2022-06-25 18:45:14

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 12 ადამანი დაშავდა.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა, შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 უცხოელი ტურისტია.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვნა.

ექიმის ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და სამაშველო სამსახური.