"მე დღეს გამოვიყენე ვეტო. თქვენ იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი იცი დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის არ ვარგა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მის გაფართოებას, ამდენად ადამიანების უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ არ ვეთანხმები. მე ვიცი, ვეტო იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად. მაგრამ ყოველივე კანონზე, რომელიც ამ ექვს თვესი იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით მე დავადებ ვეტოს. ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პიქირით გვთხოვენ ამ მიმართულებით მივცეთ კიდევ უფრო მეტი გარანტიები",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ორბელიანების სასახლეში საგანგებო ბრიფინგი გამართა.
პრეზიდენტმა ასევე შეაფასა, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა. ზურაბიშვილის განცხადებით, ის შეშფოთებულია, რაც პარლამენტში ნახა.
"ის, რაც ჩვენ ვნახეთ ორშაბათს, ნამდვილად იყო თავისუფალი გამოხატულება ჩვენი საზოგადოების და იყო ის, რასაც გადავეჩვიეთ და რასაც გვთხოვს ევროპა- იყო ერთიანობა. სამწუხაროდ, დღეს ვნახეთ მეორე სახე - მე ვარ სრულიად შეშფოთებული იმისა, თუ რა მოვისმინე დღეს პარლამენტში.
რაც დავინახეთ პარლამენტში არის საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ. საზოგადოებამ აჩვენა - თავშეკავება, ზრდილობა, ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა აჩვენა საპირისპირო - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, ყველაფერი რაც შეიძლებოდა გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, ვაჩვენეთ დღეს.
ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა, რომელიც თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა ყოფილიყო, რომელიც გააგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ გზავნილს, რომ ჩვენ თურმე ყველაზე კარგები ვართ, ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ რატომ ისინი არიან ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა, ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით",- თქვა ზურაბიშვილმა.