ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

2022-05-17 12:13:39

ხელვაჩაურში, 35 წლამდე ქალი დაჭრეს. თვითმხილველების ცნობით, ქალმა შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქუჩაში გამოსული კი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა ცივი იარაღით დაჭრა.

ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე 1 პირი დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.