პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია

2022-05-17 11:32:02

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა 16 ივნისიდან 30 ივნისამდე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები.

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).