დაკავება ქვემო ქართლში [video]

2021-10-27 11:59:35

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 4 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ჯ.შ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ტტ“- ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.