კრწანისში მომხდარი ავარიის მსხვერპლი გაიზარდა

2021-06-13 00:15:18

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა.

შემთხვევის ადგილიდან კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" გადაყვანილი 5 დაშავებულიდან ერთი, მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ამ დრომდე კლინიკაში მკურნალობას გადიან დანარჩენი 4 დაშავებული, რომელთა შორისაც ერთი არასრულწლოვანია.

შეგახსენებთ, რომ სატვირთო ავტომობილი, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა 4 მსუბუქ მანქანას შეეჯახა და “ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში გადავარდა, რის შედეგადაც სატვირთოს მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.