ხანძარი რუსთავში

2021-06-12 13:39:21

რუსთავში, საწარმო "აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1 ეკიპაჟი.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.