ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-05-11 14:40:50

ქუთაისში, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

ერთმანეთს "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახებას ადგილზე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მძიმეა ავტომობილის მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.

ფოტო: "მთავარი არხი"