ბოლო მონაცემები

2021-05-11 12:26:16

ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად გრძელდება და ვაქცინირებულთა რაოდენობა 70 000-ს უახლოვდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა 5 000-ს მიუახლოვდა. „ჩვენი სამიზნე არის 6 000 მომდევნო 10 დღის განმავლობაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.