მთავრობის დახმარება მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეებისთვის

2021-05-08 12:04:44

საქართველოს მთავრობა მე-2 მსოფლიო ომში მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს.

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა",- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.