როდიდან აღარ იქნება სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის ტარება

2021-05-04 12:13:25

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობის 60 პროცენტი კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აიცრება, ღია სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან "სინოფარმით" აცრის შემდეგ ისაუბრა.

"თუ ავიცრებით 2-ჯერ მოსახლეობის 60%, ჩვენ გარეთა სივრცეებში ნიღაბს მოვიხსნით. ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.

RUSTAVI