ვინ იმუშავებს და ვინ დაისვენებს უქმე დღეებში

2021-04-17 15:27:10

ოფიციალური დადგენილება მთავრობამ უქმე დღეებთან დაკავშირებით უკვე გამოსცა.

დოკუმენტის თანახმად, 4-დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უქმე ანუ დასვენების დღეები გამოცხადდა.

მართალია, ჯერ არ გამოქვეყნებულა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრული იქნება თუ რომელ საქმიანობებს შეეხება ან არ შეეხება უქმე დღეები, თუმცა, როგორც სამთავრობი ცხელ ხაზზე აცხადებენ, ამ პერიოდში, კერძო სექტორისთვის (მაღაზიებისთვის, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები...) დასვენებასთან დაკავშირებით იმპერატიული მოთხოვნა არ გაიცემა და მათ მხოლოდ რეკომანდაციებით მიემართებათ.

"კერძო სექტორისთვის არ არის მოთხოვნა იმპერატიული, საჯარო დაწესებულებები კი თავად განსაზღვრავენ, რომელი განყოფილებები იმუშავებენ. პირობითად, (სსიპ) 112 თავად განსაზღვრავს, რომ ქოლ ცენტრები იმუშავებენ და კადრები დისტანციურად გადავლენ. რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტრო გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. სამინისტროები გადაწყვეტენ თავად, რომელი სსიპ-ი იმუშავებს და რომელი არა", - აცხადებენ სამთავრობო ცხელ ხაზზე.