კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

2021-04-07 20:37:35

ბათუმში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ იყო და წინასწარი ინფორმაციით, მას ფილტვების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა.

28 წლის ქალი აჭარაში გურიიდან გადაიყვანეს.

RUSTAVI