ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

2021-02-26 11:58:53

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ფიზიკური პირებისთვის ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საბაზო საპროცენტო განაკვეთი 14,4%-დან 15,7%-მდე გაიზარდა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება მოხდა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე. კერძოდ, დეკემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 17%-ს, იურიდიულის - 11,6%-ს, უკვე იანვარში კი ფიზიკური პირებზე სესხები 18,7%-მდე გაიზარდა, იურიდიულებზე - 12,1%-მდე.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ მცირედი ზრდა ფიქსირდება და ისიც მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის გაცემულ სესხებზე. დეკემბერში ფიზიკურ პირებზე სესხზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,2%-ს, იანვარში კი 6,7%-ს. იურიდიული პირებისთვის სეხებზე საპროცენტო განაკვეთი 7%-ს შეადგენს.