"ეპიდემია იმართება პოლიტიკოსების მიერ"

2021-02-26 11:53:11

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 25 თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ნეგატიურად აფასებს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

„სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი რა უნდა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც  საქართველოში ხდება. მთავრობის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, არც სამედიცინო, არც ეპიდემიოლოგიურ,  არც სამეცნიერო კუთხით. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ის, რაც  საქართველოში ხდება.

ეპიდემია იმართება პოლიტიკოსების მიერ. წერტილი“, – ამბობს ექსპერტი.