"საგადასახადო დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში"

2021-02-26 11:29:48

27 თებერვალს გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: საგადასახადო დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

საჯარო ლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:

ა) როგორ დავიწყოთ დავა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში;
ბ) რა შედეგები მოყვება საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას;
გ) ვინ და როგორ იხილავს საჩივარს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რა ტიპის გადაწყვეტილებებს შეიძლება ველოდოთ;
დ) დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები.

ლექცია განკუთვნილია საგადასახადო დავებში მონაწილე პრაქტიკოსი იურისტებისთვის, ბუღალტრებისთვის და საგადასახადო კონსულტანტებისთვის, თუმცა ლექციაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც გაივლის შესაბამისი რეგისტრაციას.

საჯარო ლექციას გაუძღვება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი.

"ლექციის მომზადება 2 ძირითადი მიზეზით გადავწყვიტეთ - ერთი ის, რომ როგორც პრაქტიკამ აჩვენა, გადასახადის გადამხდელები და მათი წარმომადგენლები ხშირად უშვებენ შეცდომებს საგადასახადო დავის წარმოებისას, რაც როგორც წესი ამ თემაზე ინფორმაციის ნაკლებობით არის გამოწვეული და მეორე მიზეზია ის, რომ კანონმდებლობა საგადასახადო დავის წარმოების და თანმდევი შედეგების თაობაზე არ არის კომპაქტური, გაშლილია საგადასახადო კოდექსსა და კანონქვემდებარე აქტებში და მათი ერთიანად, სისტემატიზებული სახით თავმოყრა სასარგებლო იქნება გადასახადის გადამხდელებისთვის", - აცხადებს ძნელაშვილი.

საჯარო ლექცია გაიმართება 27 თებერვალს 17:00 საათზე. ლექციის ხანგრძლივობა 3 საათი იქნება.

სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე: http://regform.mofacademy.ge/Lections

შეხვედრა გაიმართება Online