მამაკაცი სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

2021-02-25 10:32:30

თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 69 წლის კაცი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარს სამართალდამცველებმა სარწყავ არხში მიაკვლიეს.

გარდაცვლილი სოფელ ფშაველის მკვიდრია და ის თანასოფლელებმა ბოლოს 15 თებერვალს ნახეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.