შავ ზღვაში გემი ჩაიძირა

2021-01-17 16:57:51

შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან რუსული მშრალტვირთმზიდი ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე 2 ცხედარია ნაპოვნი.

ბორტზე 15 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მათმა ნაწილმა სამაშველო ნავში გადასხდომა მოასწრო.

ამჟამად სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რომელსაც ცუდი ამინდი ართულებს. მაშველები 5 მეზღვაურს ეძებენ.

მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.