პაატა იმნაძე შეზღუდვებზე

2020-12-03 18:23:36

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ქვეყანაში კომენდანტის საათის მოქმედების აუცილებლობა განმარტა.

იმნაძე ამბობს, რომ სახელმწიფო ცდილობს, კრიტიკული აუცილებლობის გარეშე, ადამიანების შეხვედრა შეზღუდოს.

„ბევრისგან და მათ შორის ერთი-ორი ჩემი კოლეგისგანაც კი გამიგია, რა საჭიროა კომენდანტის საათი, ღამით დადის კორონა? ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანების ერთმანეთს არ შეხვდნენ, თუ ეს კრიტიკულად აუცილებელი არ არის. თუ ადამიანი მუშაობს, მას საშვიც აქვს, რომ ღამე იაროს.

თუ არადა ღამე ძირითადად სტუმრად დადიან ადამიანები. რესტორნები რომ დაიკეტა, სახლებში იკრიბებიან და იქ მიმდინარეობს ქეიფი, ასე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, ისინი სად შეხვდებიან“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.