საარჩევნო უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა

2020-11-21 16:37:59

აჭარაში, ხელვაჩაურის N41 საარჩევნო უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა.

როგორც ხელვაჩაურის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ომარ ვარშანიძემ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, 55 წლამდე მამაკაციც საკუთარი არჩევანი დაფიქსირების შემდეგ უბნიდან გადიოდა, როცა შეუძლოდ გახდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI