TV პირველის ჟურნალისტი დაშავდა

2020-10-31 16:27:31

გლდანში 39-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა.

დაპირსიპირების დროს ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი ანა ახალიამ სახის არეში დაზიანება მიიღო.

ჟურნალიტის განცხადებით, მან ზუსტად ვერ დაინახა რა მოხვდა, თუმცა სავარაუდოდ სახეში კამერა მოხვდა.

გლდანშის საარჩევნო უბანთან მდგომარეობა დაძაბულია, ერთმანეთს პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე  სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.