18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა

2020-09-27 17:44:53

უბედური შემთხვევა მოხდა კასპში, 18 წლის ბიჭი საკუთარმა ხარმა მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ხარი  ბალახის საძოვრად მდინარის პირას ჰყავდა ჩაყვანილი, სადაც გარდაცვლილი ნახეს ბიჭიც.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.