ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-09-24 12:04:31

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა. "ინფი რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა ისანში, მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.