კორონავირუსის ახალი შემთხვევები გაჩიანში

2020-08-05 11:13:30

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-ით გაიზარდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ახალ შემთხვევებს შორის 4-ის წყარო გაჩიანია, 3 შემოტანილია, რომელთა შორისაც ერთი სატვირთოს მძღოლია. ასევე ინფიცირებულია ერთი სამედიცინო პერსონალი.

4-ის წყარო ინფიცირებულთან კონტაქტებია, ხოლო სამ ინფიცირებულზე გრძელდება კონტაქებისა და ინფიცირების პირველწყაროს დასადგენად.