შეიცვლება თუ არა სწავლის დაწყების თარიღი

2020-08-05 10:32:25

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება.

ამ ეტაპისთვის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება. სავარაუდოდ, სწავლა განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად, საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია ის, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდსიტუაცია. ჩვენ ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ და რა სისტემით განვახორციელოთ სწავლა საქართველოში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.