სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

2020-07-15 11:03:45

19 წლის პატიმარი პოლიციელებს თბილისის საქალაქოს სასამართლოს ეზოდან გაექცათ. შემთხვევა 10 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ზაალ ძაგანაშვილი სამმართალდამცველებმა გასულ კვირას ავჭალაში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოში აღმკვეთის განჩინებას ელოდნენ, როდესაც  სამმა პოლიციელმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და პატიმარი მაქნანაში მარტო დატოვა. მან გაქცევა შეძლო და დღემდე ძებნაშია.

მომხდარს ზაალ ძაგანაშვილის ოჯახის წევრები ადასტურებენ. ისინი კამერების წინ საუბარს ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭის ძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ.

სასამართლო ეზოდან გაქცეული პატიმრის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას გულისხმობს.

ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.