აფეთქება თბილისში

2020-07-12 01:28:25

თბილისში, მუხიანის დასახლებაში აფეთქების შედეგად 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს რომ, მათ თანამშრომლებს ადგილზე მისვლისას ერთსართულიან შენობაში მამაკაცის ცხედარი დახვდათ. შემთხვევის შედეგად ხანძარი არ ყოფილა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თუ რა გახდა შემთხვევის მიზეზი, გამოძიება დაადგენს.