უსაფრთხოა თუ არა ზღვაზე და აუზზე ბანაობა

2020-06-06 11:28:41

ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური ხდება კითხვა, შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას.

აუზზე და ზღვაზე ბანაობა საშიში არ არის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, წყლით ეს ვირუსი არ გადადის, ამიტომ ადამიანებს არ უნდა შეეშინდეთ აუზზე და ზღვაზე წასვლა, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა იქაც საჭიროა.

"წყლით ეს ვირუსი არ გადადის, თუმცა ფეკალიებით ეს ვირუსი გამოედინება. ზღვაში და აუზზე ბანაობა საშიში არ არის. უნდა ვიყოთ ფრთხილად გასახდელებთან და უნდა ვიყოთ ფრთხილად პლიაჟებზე და აუზთან არსებულ სივრცეებთან"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მთავარია გავითვალისწინოთ რეკომენდაციები:

სანაპიროებზე დაცული იყოს 2 მეტრიანი დისტანცია, საჭიროა პირბადეების ტარება ხალხმრავალ ადგილებში.

ხშირი დეზინფიცირება ხელებისა და იმ ნივთების, რომელსაც იქ ყოფნის დროს მოვიხმართ.

რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ, როგორც დამსვენებლებს ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებიც დამსვენებლებს მასპინძლობენ, სასტუმროებს, საკვებ დაწესებულებებს.