რამდენმა ადამიანმა მიიღო ფულადი დახმარება

2020-06-01 12:54:14

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში სახელმწიფოსგან ფულადი დახმარება 72 000 ადამიანმა მიიღო.

"ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს 72 000 ათასზე მეტ მოქალაქეზე, რომლებმაც სამუშაო ადგილი დაკარგეს და ეს თანხობრივი  მოცულობით შეადგენს 14 მილიონ ლარს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებმაც მოგვმართეს ეს არის 51 000-ზე მეტი მოქალაქე და მათ მიმართ გაცემული დახმარების ჯამური რაოდენობა არის 15 000 000 ლარზე მეტი. ხოლო სოციალური დახმარებები  მაისის თვის სრულად არის ჩარიცხული იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ამ დახმარების სექტორში მოხვდნენ და ესენი არიან  65 000-დან 100 000-მდე ქულის შუალედში მყოფი მოქალაქეები, ასევე შშმ ბავშვები და მრავალშვილიანი ოჯახები,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგეს და სახელმწიფოსგან დახმარება ეკუთვნით, დოკუმენტების შევსება 1 ივლისამდე შეეძლება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები