მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

2020-05-28 12:28:07

მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„საქართველოს მთავრობა დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის 4%-ს, ყველა იმ იპოთეკური კონტრაქტის, რომელიც დაიდება წლის ბოლომდე 5 წლის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შექმნის რეალურ მოთხოვნას სამშენებლო ბაზარზე, ეს ერთი და რა თქმა უნდა, 5 წლის განმავლობაში ჩვენ გვერდში დავუდგებით და მივეხმარებით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გადაწყვეტს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,- განაცხადა გიორგი გახარიამ.