ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-04-09 10:04:02

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 214
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 50
მათ შორის გარდაცვლილი - 3
კარანტინის რეჟიმში - 4559
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 353

"სამი არის იმერეთის რეგიონში, ქუთაისში გადაყვანილი, სამი თბილისში. არც ერთი არ არის შიდა გავრცელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, ყველა არის შემოტანილი შემთხვევა. წყარო არის ცნობილი. ეს ნიშნავს, რომ არ არის მეორეული, მესამეული, მეოთხეული გადაცემა", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.