რა ეღირება ქართული პირბადე

2020-04-08 14:05:36

საქართველოს მასშატბით 2 დღის მანძილზე სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებში 400 000 პირბადე გადანაწილდება.

ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადის ფასი 50 თეთრი იქნება. დაწესდება ლიმიტი, ერთ მყიდველს 3 პირბადის შეძენის შესაძლებლობა ექნება.

"სახელმწიფოს ერთი პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, თუმცა ჩვენ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ თითო ცალი პირბადე აფთიაქებში გაიყიდება 50 თეთრად. ეს არის სუბსიდირებული ფასი" - მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

სამედიცინო პირბადე პირველ რიგში მარნეულისა და ბოლნისის სააფთიაქო ქსელებს მიეწოდება. ეს აფთიაქებია: პე-ეს-პე, ავერსი, ჯი-პი-სი, ფარმადეპო.