მეუფე იოანეს მიმართვა მრევლს [video]

2020-04-08 17:48:30

„9 საათზე იწყება კომენდანტის საათი? მორჩა, ნუ გახვალ. თუმცა, შეიძლება შეთანხმება ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის კიდევ მოხდეს“, - ასე მიმართა მრევლს მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე მოახლეობული დღესასწაულების ჩატარებასთან დაკავშირებით საუბრისას. [ვიდეო/video]

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელის თქმით, შესაძლოა ხელისუფლებამ ეკლესიასთან მიმართებაში გარკვეული გამონაკლისები დაუშავს.

„მოდის, აღდგომა უფრო მარტივია, უკვე ქუთაისში გადაწყვიტეს, 9-მდე მოვალთ ტაძარში, ვილაპარაკებთ, მერე ვეზიარებით, გათენებამდე დავრჩებითო და მერე წავალთო, მაგრამ მე მაქვს იმედი, რომ გამინაკლისის სახით ხელისუფლება რამეს მოიმოქმედებს. ჩვენ გვცდიან მორჩილებაში, სჯულის ფარგლებში კანონები უნდა დავიცვათ. მართალია, ვიღაცას ეს აღიზიანებს, ამბობენ ვერ გამოვიდნენ პატრიარქის დიქტატისგან, ეს რა ხდებაო, მაგრამ შენ ვინ გეკითხება, თუ არ გინდა მისვლა, ვინმე ხომ არ გაძალებს. სხვა თუ მიდის, რა გშურს?“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

ეპარქიის ხელმძღვანელმა ასევე ქადაგებისას შერჩევითობის პრინციპზე ისაუბრა და თქვა, რომ ვირუსები ადამიანებს სწორედ ამ პრინციპით უდგებიან.

„ვირუსებს შერჩევითი უნარი აქვთ. შეიძლება რამდენიმე ადამიანი ერთად იდგეს, ერთს ჰქონდეს, მეორეს კი არა. რატომ და როგორ ხდება ამას ვერ გეტყვით. ერთნაირად არ მოქმედებს არც წამალი და არც ვირუსი. როცა შუა საუკუნეებში შავი ჭირი იყო ევროპაში, ნახევარი მოსახლეობა გაწყვიტა, ნახევარი ხომ გადარჩა. ამიტომ თქვენ ჯანსაღად იყავით განწყობილი. მე მოვისმინე იმნაძემ თქვა, რომ ქუჩაში დამცავი ფარის ტარება უაზრობაა საერთოდო. როცა დახურულ სივრცეში ხართო, გააჩნია რა ხარისხის არის, 15-20 წუთის შემდეგ იორთქლება და ჯობია მოიხსნათო. ამიტომ იმედი, რომ ეს დამიცავს, მე თუ არ ვიცი სწორი მოხმარება, ვერ დამიცავს, შეიძლება პირიქითაც. აქაც შერჩევითი ყოფილა, რაღაც ეტაპზე შველის, მერე აღარ შველის, ამიტომ გონივრულ ფარგლებში თქვენ თვითონ განსაზღვრეთ თქვენი თავდაცვის საშუალებები.“, - მიმართა მრევლს იოანე გამრეკელმა.



ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები