მამაკაცმა 3 თვის შვილი მოკლა

2020-03-28 13:51:19

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცმა ცივი იარაღით 3 თვის შვილი მოკლა და ცოლი დაჭრა.

დაჭრილი ქალი გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე კი სამართალდამცავები მუშაობენ.