გოგო გაუპატიურების შემდეგ დაორსულდა

2020-04-09 01:24:43

40 წლის მამაკაცი, რომელსაც 16 წლის არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე ადანაშაულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2019 წლის ივნისში დააკავა.

ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ.-მ 2018 წლის სექტემბერში 16 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარის გამოყენებით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაფეხმძიმდა. მან ბავშვი 2019 წლის 31 მაისს გააჩინა. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადასტურდა, რომ მსჯავრდებული ი. ბ. ბავშვის ბიოლოგიური მამაა.

მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასაჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის 14 წლის შვილზე დანიშვნა შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ ,,ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს“.

არასრუწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტზე. სასამართლომ ბრალდებული, 1979 წელს დაბადებული ი. ბ., დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.