უბედური შემთხვევა ბაკურიანში

2020-02-24 18:23:12

ბაკურიანში ახალგაზრდა ქალი სრიალის დროს დაეცა და დაიღუპა.

ცხედარი ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული, სადაც ამბობენ,  რომ პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ტრავმები აღენიშნება.

ინფო რუსთავს შსს -ში განუცხადეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.