საპროტესტო აქცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

2020-02-17 15:46:22

თეთრიწყარის მუნიციპლაიტეტის სოფელ ხაიშის მოსახლეობა სოფელში ბოლო პერიოდში გახშირებული ქურდობის ფაქტებს აპროტესტებს. მათი თქმით, სოფელში საქონლის ქურდობის ფაქტები გახშირდა. აქციის მონაწილეებმა დღეს საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

როგორ ადგილობრივები ამბობენ, ბოლო პერიოდში სოფლის საძოვრებიდან ათობით მსხვილფეხა რქოსანი იკარგება პოლიცია კი ამაზე არ რეაგირებს.

მოსახლეობა შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს წინააღმდეგ შემთხვევაში ადგლობრივები მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ცოტახნის წინ აქციის მონაწილეებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა. როგორც გიორგი ქორიძემ განაცხადა, საძოვრებზე საქონელს მოსახლეობა მწყემსების გარეშე უმეთვალყურეოდ უშვებს და პრობლემა, პირველ რიგში ამ კუთხითაა მოსაგვარებელი.

მოსახლეობის მიერ მოთხოვნილ კომპენსაციებს რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის მერი დასძენს, რომ დაკარგული საქონლის სანაცვლოდ, ადგილობრივი ხელისუფლება, ფულად კომპენსაციებს ვერ დაარიგებს, ვინაიდან ამის საშუალებას კანონი არ აძლევთ.