გამყრელიძე კორონავირუსზე

2020-01-28 13:38:31

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველო დაბალი რისკის ზონაა, თუმცა მზადყოფნას აუცილებლობად მიიჩნევს.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო სკრინინგს თერმული სკრინინგი დაემატა.

"მიუხედავად იმისა, რომ დაბალი რისკის ზონა ვართ, მაინც აუცილებელია, რომ მზადყოფნა იყოს. შესაბამისად გადაიდგა ის ნაბიჯები, რომელიც პირველ აუცილებლობას წარმოადგენს. ეს არის პირველი საინფორმაციო კამპანია. საინფორმაციო სკრინინგს დაემატა თერმული სკრინინგი, ანუ ყველა ჩინეთიდან შემოსულ ადამიანს აეროპორტში თუ სახმელეთო საზღვარზე დისტანციურად ესინჯებათ ტემპერატურა",- განაცხადა გამყრელიძემ.