ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარია ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად, 25 წლის მამა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ. 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
როგორც ინფო რუსთავს შსს-ში განუცხადეს გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ფოტო არ ასახავს რეალობას.