თენგიზის სიგუა გარდაიცვალა

2020-01-22 00:40:28

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბინაზე, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს თენგიზ სიგუა უკვე გარდაცვლილი დახვდა.

შეგახსენებთ რომ, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში 1990 წლის 15 ნოემბერიდან - 1991 წლის 18 აგვისტომდე თენგიზ სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ სიგუა დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა.