პარლამენტში 2 დეპუტატი შეუძლოდ გახდა

2019-12-12 13:58:58

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც რამდენიმე წუთის წინ კონკრეტული ნივთიერება დაასხეს, სამართალდამცავები მივიდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ნივთიერებაა დასხმული, თუმცა მას სპეციფიური სუნი აქვს.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე აცხადებს, ნივთიერების დასხმის შემდეგ ორი დეპუტატი და პარლამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რისთვისაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა გამოძახებული.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ პლენარულ სხდომაზე, სადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორმა ოპიზიციონერმა დეპუტატმა დარბაზში ნივთიერება დაასხა. ამის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.