საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

2019-11-17 21:28:44

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 5 500 -მდე მოქალაქე იმყოფებოდა.

უწყებაში საგანგებო ბრიფინგი მოაწყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ და განაცხადა, რომ აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ პოლიცია განაგრძობს წესრიგის დაცვას.

"რუსთაველზე იქნებოდა დაახლოებით 5500-მდე მოქალქე. ასევე აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, სადაც იმყოფებოდა 50-მდე ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას და ასევე უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვას. ამ ეტაპისთვის არავის დაკავება არ მომხდარა, აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, ყოველგვარი დაკავების გარეშე", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სირაძემ ბრიფინგზე დამატებით ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.