ვინ არიან გარდაცვლილები - ახალი დეტალები [video]

2019-11-17 19:59:15

თბილისში, ატენის ქუჩაზე 3 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, 28 წლამდე მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიათ 55 წლის დედა და 30 წლის და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. [ვიდეო/video]

ატენის ქუჩაზე მცხოვრებლები მკვლელობის ზუსტ მოტივზე ვერ საუბრობენ, თუმცა, როგორც ადგილობრივები “ინფო რუსთავს” უყვებიან, ოჯახი, რომელშიც ტრაგედია დატრიალდა, კონფლიქტურობით არ გამოირჩეოდა. გარდა ამისა, ადგილობრივები გარდაცვლილების დადებით პიროვნულ მახასიათებლებზეც საუბრობენ.

მეზობლების ინფორმაციით, 55 წლის ქალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორი გახლდათ, გოგონა კი ილიას უნივერისტეტში მაგისტრანტი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ოფიციალურ ვერსიაზე განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.