პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

2019-11-17 17:32:40

პარლამენტის პიკეტირების პროცესი დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

როგორც მათ განაცხადეს, იგივეს გააკეთებენ დანარჩენი შესასვლელის ჭიშკრებზეც.

გიგი უგულავას განცხადებით, ბოქლომის გასაღები ხალხს გადაეცემა იმის ნიშნად, რომ ხალხის მიერ დაილუქა შენობა, სადაც საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ცოტახანში ბოქლომები შსს-ს წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს ტყუილად ჰგონიათ, რომ აქ მშვიდად ივლიან და უდიპლომო მურუსიძეს დანიშნავენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ასე არ მოხდება,“ - განაცხადა უუგულავამ.

აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყეს.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, ისინი მთელი ღამე აპირებენ კარვებში დარჩენას, რომლებიც შესასვლელშია გაშლილი და ხვალ პარლამენტში მისულ დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ მიცემენ.