საინფორმაციო ტური დმანისსა და ბოლნისში

2019-11-14 17:42:09

მარნეულის მერიამ ახალგაზრდა მოხალისეებს საინფორმაციო ტური მოუწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ახალგაზრდა მარნეულელი მოხალისეებისთვის, დმანისსა და ბოლნისში საინფორმაციო ტური მოაწყო.

მოხალისეებმა, ექსკურსიის ფარგლებში, მეზობელ მუნიციპალიტეტეტებში არსებული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიას, ტურისტულ პოტენციალს გაეცვნენ. აღსანიშნავია, რომ დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში, მარნეულელ ახალგარზრდებს, არქეოლოგმა და ისტორიკოსმა ჯუმბერ კოპალიანმა უმასპინძლა, რომელიც 2000 წლიდან დმანისში არქეოლოგიურ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერიამ, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში, 150-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა მოხალისე ჩართო. მოხალისეებმა, სპეციალური კითხვარის მეშვეობით ყველა სოფლის მცხოვრებთა საჭიროება გამოიკითხეს. აღნიშნული აქტივობით, ახალგაზრდებმა,საკუთარი წვლილი შეიტანეს მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.