კინოთეატრთან სპეც.რაზმი გამოჩნდა [photo]

2019-11-08 19:33:18

კინოთეატრ „ამირანთან" სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ამ დროისთვის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. როგორც „ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან იუწება, ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი და "ამირანის" შესასვლელთან განლაგდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ კინოთეატრში შესვლას, რამდენჯერმე მათ პიროტექნიკაც ისროლეს.

„ამირანთან", სადაც ერთ საათში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენება უნდა დაიწყოს, ამ დროისთვის აქციის რამდენიმე ასეული მონაწილეა შეკრებილი. პოლიცია მათ სიმშვიდისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით კინოთეატრთან რჩებიან.

ამ დროისთვის არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, დაკავებულია აქციის 2 მონაწილე, მათ შორის ერთი სასულიერო პირია. 

RUSTAVI