უბედური შემთხვევა

2019-10-10 11:32:06

უბედური შემთხვევის შედეგად, ქუთაისში შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ქალი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

RUSTAVI