ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

2019-09-18 20:07:59

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში, მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ სოფელში მოეწყო ჭაბურღილი და რეზერვუარი.

ამ ეტაპზე სასმელი წყლით მარაგდება 230 აბონენტი, თუმცა ახალი პროექტი საჭიროების შემთხვევაში, 400 ოჯახის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 174 170 ლარი გამოიყო.

დასრულებული პროექტი ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა. იგი ბაიდარელებს ოჯახებში ესტუმრა და სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება პირადად მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ  მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, მოსახლეობის  წყალმომარაგება წარმოადგენს, რისთვისაც მიმდიანარე წელს, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, აღნიშნული მიმართულებით,  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.