უბედური შემთხვევა თბილისში.
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა.
„როდესაც შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მივიდნენ, მუშა გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ზუსტდება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.