ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა [video]

2019-09-07 17:11:53

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზემო ფონიჭალაში. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გზის შუა გამყოფ ზოლზე არსებულ დამცავ ჯებირს, შემდეგ კი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ერთი მცირეწლოვანია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის, მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.